ლევან იოსელიანი: ფარცხალაძის საქმეს არ ვსწავლობთ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალ-ყურს ვადევნებ, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, შევისწავლით

27-09-2023 15:40:53 საზოგადოება ,სამართალი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის.

„ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია“, - განაცხადა იოსელიანმა.

ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები