
თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ბობი და ნე ბინადრობდნენ - კადრები ეროვნული არქივიდან
09/12/2019 11:40:57 სხვა, საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივი აქვეყნებს კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები – ბობი და ნე ცხოვრობდნენ.
1962 წლის კადრები რეჟისორ გივი მონავარდიშვილს ეკუთვნის.
ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჟირაფები 1961 წელს ჩამოიყვანეს, მაგრამ ისინი რამდენიმე თვეში დაიხოცნენ.
მათივე ცნობით, 1978 წლიდან თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არ ჰყოლია.