Accentnews.ge
აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან სავიზო რეჟიმს აუქმებს

27/09/2023 16:04:25 მსოფლიო

აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ს ტერიტორიაზე გაჩერება უვიზოდ, 90 დღემდე შეეძლებათ.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის ალეხანდრო მაიორკასის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ისრაელსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კავშირების გაძლიერების ნიშანია.

სავიზო ბარიერები შეუმცირდებათ პალესტინელ-ამერიკელებსაც, რომლებიც ცხოვრობენ როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე შეერთებულ შტატებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის გავლით, ისრაელში უვიზოდ შევიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S