ზურაბიშვილი – ნაუსედას: საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია
27/09/2023 16:31:54 პოლიტიკა
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, - წერს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი თქმით, მისი ევროპული ტურნეს მიზანი საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერაა. 26 სექტემბერს პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას, ხოლო 25 სექტემბერს ესტონეთის შეხვდა.
„ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.


