Accentnews.ge
მთიანი ყარაბაღის "მეთაურმა" ხელი მოაწერა ბრძანებულებას არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე

მთიანი ყარაბაღის "მეთაურმა" ხელი მოაწერა ბრძანებულებას არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე

28/09/2023 06:41:26 კავკასია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "პრეზიდენტმა" სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას "სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტის შესახებ". არაღიარებული რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის 1 იანვრამდე შეწყვეტს.

"2024 წლის 1 იანვრამდე დაითხოვოს მათ უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ყარაბაღში მცხოვრები სომხები მასობრივად ტოვებენ მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ყარაბაღიდან სომხეთში 53 000 ადამიანი შევიდა.

სომხეთის მთავრობის ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S