Accentnews.ge
დავითულიანი: ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს

დავითულიანი: ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს

28/09/2023 08:42:15 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცდილობს, „საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს“ და დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება.

„ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები – მაგალითად, თვითმფრინავი როგორ დაჯდეს – საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ, რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა“,– თქვა დავითულიანმა.

მანამდე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი, რომელზეც მანამდე თავად რუსეთს ჰქონდა აკრძალვა დაწესებული.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა ცალმხრივადვე დაწესებული შეზღუდვა და რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ყოფილა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა ნეგატიურად არის აღქმული საქართველოს დასავლელ პარტნიორებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S