Accentnews.ge
სააკაშვილი: „სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად“

სააკაშვილი: „სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად“

28/09/2023 10:24:54 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი აცხდებს, რომ განიცდის თავისი პირველ ცოლისთვის სანდრა ელისაბედ რულოვსისთვის გულის ტკენას.

„სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ სანდრა რულოვსმა საჯაროდ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

„ჩვენ ერთად აღარ ვართ“, — დაწერა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S