Edison Research: რესპონდენტთა 90% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
28/09/2023 14:34:05 პოლიტიკა
Edison Research-ის კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო წინააღმდეგია 10%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


