Accentnews.ge
Edison Research: რესპონდენტთა 83% NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

Edison Research: რესპონდენტთა 83% NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

28/09/2023 14:40:50 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 83% NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მხარს ვუჭერ - 83%
  • ვეწინააღმდეგები - 17%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S