Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა უმეტესობას პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

Edison Research: გამოკითხულთა უმეტესობას პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია

28/09/2023 14:45:22 პოლიტიკა

dison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა უმეტესობას პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.

კითხვაზე: მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 67%
  • ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 33%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S