Edison Research: რესპონდენტთა 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს
28/09/2023 14:49:55 პოლიტიკა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს.
კითხვაზე, "რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან", პასუხები ასე ნაწილდება:
- ვეწინააღმდეგები - 40%
- მხარს ვუჭერ - 60%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.


