Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 62% სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება

Edison Research: გამოკითხულთა 62% სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება

28/09/2023 15:27:42 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 62% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, "რამდენად ემხრობით ან ეწინააღმდეგებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს", პასუხები ასე ნაწილდება:

  • ვეწინააღმდეგები - 62%
  • ვემხრობი - 38%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S