Accentnews.ge
ნიკა გვარამია: "მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს"

ნიკა გვარამია: "მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს"

29/09/2023 05:55:27 პოლიტიკა

"მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა.

"ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები... მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ თანამონაწილე ვიყო ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების. ეს არის ის, რისი თქმაც მინდა... მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად. ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება, ჩემი აზრით, ვიქნები იქ.

ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას.

მე მგონია, რომ ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან საკუთარი თავი. ტელევიზიის ხელმძღვანელადაც და მადიამენეჯერადაც, ვფიქრობ, თავი ამოვწურე, დამოუკიდებელ ჟურნალისტადაც... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება. მე მინდა, რომ დავეხმარო ამ სეგმენტს. უფრო მეტად სპეციფირება არ შემიძლია ამ საკითხის, როგორ იქნება და რანაირად:", - ამბობს ნიკა გვარამია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S