Accentnews.ge
"საფარი": 60 წლის კაცი, რომელსაც 2 გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, შსს-მ ელექტრონული სამაჯურით გაუშვა

"საფარი": 60 წლის კაცი, რომელსაც 2 გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებს, შსს-მ ელექტრონული სამაჯურით გაუშვა

29/09/2023 09:10:49 სამართალი, საზოგადოება

ორგანიზაცია "საფარი" იუწყება, რომ იცავს 18 და 19 წლის ქალებს, რომლებიც 60-წლამდე კაცს სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ორგანიზაციის ცნობით, კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა.

როგორც "საფარის" განცხადებიდან ირკვევა, ახალგაზრდა ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კაცის მხრიდან ძალადობასა და გაუპატიურებაზე ორივე მათგანი საუბრობდა, შსს-მ მხოლოდ ერთი გოგო გამოკითხა, ხოლო მეორეს, მოთხოვნის მიუხედავად, უთხრა, რომ იმ მომენტში ამის დრო არ ჰქონდათ და მეორე დღეს დაურეკავდნენ, თუმცა არც გადაურეკავთ.

"საფარი" წერს, რომ 60 წლის მამაკაცის მხრიდან იკვეთება შემდეგი დანაშაულების ნიშნები: გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი და აღნიშნავს, რომ სავარაუდოა, რომ იგივე პირი სხვა არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.

ამასთან, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა – მას აიძულეს, გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე.

"გამოკითხვისას მას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საფარი" მიიჩნევს, რომ პოლიციის იმ განყოფილების მიერ მიღებული ზომები, რომელიც ამ ეტაპზე იძიებს საქმეს, არის არაეფექტური და აღნიშნავს, რომო არსებობს რისკი, რომ იმავე განყოფილებაში, იმავე პოლიციელებთან კომუნიკაციისას, ქალს დაუმძიმდეს ემოციური ფონი და გახდეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი.

"საფარი" მოითხოვს, ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყოს, სხვა დანაშაულები კი გადაეცეს თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს.

ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დამცველსაც, დაინტერესდეს ამ საქმით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S