Accentnews.ge
პარტია „ლელოში“ საკადრო ცვლილებაა

პარტია „ლელოში“ საკადრო ცვლილებაა

29/09/2023 10:10:23 პოლიტიკა

პარტია „ლელოში“ საკადრო ცვლილებაა. როგორც პარტიის განცხადებიდან ირკვევა, ამჯერად სიახლეა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

კერძოდ, პარტიას შეემატა „პალიტრა მედიის“ ყოფილი ჟურნალისტი კოკა კვირკველია, რომელიც „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად კი, ია ადეიშვილი დაინიშნა.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს „ლელო“ აგრძელებს შიდაპარტიული სტრუქტურის გაძლიერებას და საკადრო ცვლილებების მიღმა აქტიურად მუშაობს პარტიის საარჩევნო პროგრამაზე.

„ლელო“ ინტენსიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე, რომელიც გამოგვარჩევს სხვებისგან და იქნება ასოცირებული მხოლოდ ლელოსთან. ეს სიახლეები საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება “, - აცხადებს კუპრაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S