Accentnews.ge
კალაძე - რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე: ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანიები იხსნება, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერია

კალაძე - რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე: ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანიები იხსნება, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერია

29/09/2023 10:34:14 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი, "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესის განვითარება, სხვადასხვა კომპანიების გახსნა აჩენს კონკურენციას და "ამაში ცუდი არაფერია". ამის შესახებ კალაძემ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539.

„მე არ ვიცი, თქვენ რომელ კომპანიებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და არც მონაცემები გამაჩნია, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ზოგადად ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანიები იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერი არ არის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში მოქმედებს კანონები, კონსტიტუცია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი, ავსტრიელი, ვინც დაარღვევს კანონს და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ძალიან მარტივად“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: რომელ სეგმენტში ზრდის საქართველო რუსეთზე დამოკიდებულებას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S