Accentnews.ge
სუს–მა "არეულობის" საქმეზე სერბეთის მოქალაქეები დაკითხვაზე დაიბარა

სუს–მა "არეულობის" საქმეზე სერბეთის მოქალაქეები დაკითხვაზე დაიბარა

29/09/2023 10:49:20 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითვაზე დაიბარეს სერბეთის სამი მოქალაქე, რომელთაც ჯგუფ "კანვასის" წევრებად მოიაზრებენ.

სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვა 15:00 საათზეა დაგეგმილი.

სუს–მა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

"არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 18 სექტემბერს, მათ შორის, დაასახელეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ "სრული ბოდვა" უწოდეს სუს–ის ამ განცხადებას.

სუს–ის განცხადების შემდეგ პრორუსულულა პარტია „კონსერვატიული მოძრაობამ“ „ანტიმაიდანი“ დაანონსა, "ხალხის ინფორმირების" მიზნით რეგიონებში შეხვედრები დაგეგმა და ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S