Accentnews.ge
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

29/09/2023 11:19:55 სამართალი

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელსაც გამოძიება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ედავებოდა, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

"ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სამართალწარმოება საქართველოში დასრულდა",- თქვა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ და დასძინა, "დამთავრდა ისე, რომ ფულის გათეთრების ბრალდება, რომლითაც დაიწყო საქმე, ამაში გამართლებულია სამივე, ასევე არც ერთს ნასამართლობა არ აქვს ამ განაჩენით".

"ერთადერთი ბრალდება, რაც დარჩენილი იყო, თაღლითობის ხანდაზმული მუხლი, ასევე ნასამართლეობის გარეშე, დატოვა სასამართლომ ძალაში, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში",– თქვა კორძაძემ.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S