Accentnews.ge
გახარია – წულუკიანს: ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ რუსებისგან იდენტობის დაცვა ქართველებს და აფხაზებს ერთად მოგვიწევს

გახარია – წულუკიანს: ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ რუსებისგან იდენტობის დაცვა ქართველებს და აფხაზებს ერთად მოგვიწევს

29/09/2023 12:18:40 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის რეჟისორობით გადაღებული ფილმის "იარე ლიზა" ირგვლივ, მათ შორის, პოლიტიკისების მხიდან ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს.

"სააკაშვილს და წულუკიანს თურმე ერთნაირად, ის რომ არ უნახავთ, არ მოსწონებიათ ქალბატონ ნანა ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე. იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს, ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმისთვისთვის დაფინანსება ჩაწყობით მოიპოვაო. თეა, ძვირფასო, თქვენ – შენ, ის ბრძენი კაცი, ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ სულ მალე ჩვენ – ქართველებს და აფხაზებს ჩვენი კულტურის, იდენტობის, ხშირად რთული, მაგრამ ერთობლივი ისტორიის და წარსულის დაცვა რუსებისგან ერთად მოგვიწევს, მხარდამხარ. შემდგომ ერთად მოგვიწევს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. რუსული სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა! კითხვა ის არის, თქვენ სად იქნებით მაშინ? ჩვენს – ქართველების და აფხაზების გვერდით, თუ რუსებთან? წარმატებები!",– ამბობს გახარია.

რაც შეეხება ფილს, გახარია ამბობს, რომ მას მართლაც მიუძღვის "მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში":

"ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც, რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომის და მძიმე წარსულისა, რომ არა რუსები, ჩვენ – ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს ვესროდით ერთმანეთს!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S