Accentnews.ge
თურვანას საქნციების თემაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი შეხვდა

თურვანას საქნციების თემაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი შეხვდა

29/09/2023 12:30:36 პოლიტიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამჯერად საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა იყო ნათია თურნავასა და მარკ კლეიტონის შეხვედრის მთავარი თემა.

რელიზის თანახმად, ბრიტანეთის ელჩმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფას და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

"ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ელჩის კომენტარი სებ–ის პრესსამსახურს არ შემოუთავაზებია. მანამდე თურნავა მათ შორის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებს შეხვდა.

სებ–ი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. თავდაპირველად სებ–მა ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა, თუმცა მას შემდეგ რაც მარეგულირებელი მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, ნათია თურნავამ 19 სექტემბერს საკუთარი ბრძანებით სანქციების რეჟიმის აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S