Accentnews.ge
დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ახალი პირები დაამატა

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ახალი პირები დაამატა

29/09/2023 12:43:17 პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში - ზაპოროჟიეში, ხერსონში, დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში დანიშნულ პირებს სანქცები დაუწესა. ამასთან, სიაში დაამატა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ალექსანდრე კურენკოვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის მდივანი ნატალია ალექსეევნა ბუდარინა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ყალბი არჩევნები არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობა. სხვის ქვეყანაში არჩევნების“ ჩატარება არ შეიძლება. გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე – ყირიმი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი უკრაინაა“, - აღნიშნა კლევერლიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S