პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
29/09/2023 13:04:43 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს − მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.


