Accentnews.ge
 "მოსამართლეებთან დაკავშირებით ოთხშაბათის კომიტეტის სხდომა გააუქმეს, ძალიან კარგია, ასე უნდა ეშინოდეთ"

"მოსამართლეებთან დაკავშირებით ოთხშაბათის კომიტეტის სხდომა გააუქმეს, ძალიან კარგია, ასე უნდა ეშინოდეთ"

09/12/2019 17:08:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ოთხშაბათს უნდა ყოფილიყო მოსამართლეებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა და გააუქმეს. ძალიან კარგია, ასე უნდა ეშინოდეთ იმ საზოგადოებრივი პროტესტის, რომელიც არის“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

მისი თქმით, როდესაც კომიტეტის სხდომა ჩატარდება, პიკეტირებაც მაშინ იქნება. 

პარლამენტის ვებ–გვერდზე კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი შეიცვალა. განახლებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 12 დეკემბერს ჩატარდება. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი ასეთია: 2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა. უცნობია, კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე კენჭს, როდის უყრიან.

პროცედურის თანახმად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი. კომიტეტმა ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს მოსამართლეები და დასკვნაში ასახოს შედეგები, რომელ კანდიდატს მისცა რეკომენდაცია და რომელს - არა. თუმცა, ეს პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება. პლენარულ სხდომაზე კანდიდატების მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს. თუ სხდომაზე კანდიდატთა ნაწილი არ დამტკიცდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია უკვე შერჩეული კანდიდატებიდან უნდა შეადგინოს ან დატოვოს არსებული ჩამონათვალი. თუ პარლამენტმა მეორედაც არ დაამტკიცა წარდგენილი კანდიდატები, დარჩენილ ვაკანსიებზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლების განცხადებით, 11 დეკემბერს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება და ის ჩატარდება, მაშინ, როდესაც კომიტეტის სხდომა იქნება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S