Accentnews.ge
ოსურმა მხარემ ქართულს საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კვლავ დაასწრო

ოსურმა მხარემ ქართულს საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კვლავ დაასწრო

09/12/2019 19:37:30 კონფლიქტები

ოკუპანტებმა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს ქვეყნის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კვლავ დაასწრეს. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ოკუპანტების მიერ მისი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტს რამდენიმედღიანი დაგვიანებით, თანაც ოკუპანტებისგანვე იგებს. ანალოგიურ შემთხვევას, რომელმაც ფართო რეზონანსი ჰპოვა, სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ადგილი.

"აქცენტი" ამის მიზეზების დადგენას სუს-ში ცდილობს.

რაც შეეხება უკანასკნელ ფაქტს, რომელიც სუს-მა მხოლოდ დღეს საღამოს გაახმაურა - რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საქართველოს 4 მოქალაქის დაკავების შესახებ ოსურმა ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა, ამჯერად დაკავებულები არიან 1962 წელს დაბადებული ემზარ გამხითაშვილი, 1980 წელს დაბადებული გიორგი ზარიძე, 1976 წელს დაბადებული მერაბ გამხითაშვილი და 2005 წელს დაბადებული ავთანდილ გამხითაშვილი - ოთხივე კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრი. ოსური მხარე საქართველოს მოქალაქეების დაკავების მიზეზად "სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დარღვევას" ასახელებს.

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების ინფორმაციით, ავთანდილ გამხითაშვილი "გაძევებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ვინაიდან არასრულწლოვანია, დანარჩენი დაკავებულების მიმართ კი მიმდინარეობს მოკვლევა და შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეცემა".

"ზემოაღნიშნულმა პირებმა არა უბრალოდ დაარღვიეს სასაზღვრო რეჟიმი, არამედ, არასრულწლოვანს ამოფარებულები, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეშის უკანონო ჭრას ახორციელებდნენ, რაც მიუთითებს საქართველოს საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობის სავალალო მდგომარეობაზე, გამოწვეულზე ხელისუფლების უნიათობითა და არსურვილით, ადგილობრივთა ელემენტარული სოციალურიდა ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს" - წერს ამასთან დაკავშირებით ოსური პროპაგანდისტული მედია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S