Accentnews.ge
ერევანი: მთიანი ყარაბაღი 98 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ერევანი: მთიანი ყარაბაღი 98 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

29/09/2023 19:18:42 კავკასია

მთიანი ყარაბაღი 98 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 98,625 ადამიანი გადავიდა.

სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია, მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება და ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.

ბაქო აღნიშნულს არ ეთანხმება. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა საგანგებო დავალებათა საკითხებში ელჩინ ამირბეკოვმა თქვა, რომ სომხური მოსახლეობა აზერბაიჯანის ტერიტორიას თავისი სურვილით, ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებით ტოვებს და არა იძულებით, რადგან ბაქო მათ მოუწოდებდა დარჩენისა და მრავალეროვნული აზერბაიჯანის ნაწილად ყოფნისკენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სომხებს უკან დაბრუნება შეუძლიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S