
ადიგენში სახალხო დღესასწაული “ ადიგენობა 2023“ გაიმართა
01/10/2023 08:29:36 რეგიონები, რეკლამა
„ადიგენობა 2023“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქიმაძის ინიციატივით, წელს პირველად გაიმართა. მუნიციპალიტეტში სახალხო დღე - ადგილობრივებთან ერთად, სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ატრაქციონები, გაიმართა დრამერების მსვლელობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების სტუმრებს ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ამის პარალელურად სახეზე ხატვის კუთხე და სასურათე ზონა- „შემოდგომის კუთხე“ მოეწყო.
სახალხო დღე სტუმრებსა და ადიგენელებს,სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა მიულოცეს.
აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტისადმი განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო ადიგენელების წოდება რამაზ აღლემაშვილსა და თამაზ ჯიჯეიშვილს მიენიჭათ.
დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო ადიგენელებს სპეციალურად დაწესებული ჯილდო გადასცა- „ძვირფასო ადიგენელებო და მოწვეულო სტუმრებო, მინდა, გულითადად მოგილოცოთ ჩვენი პატარა, თუმცა დიდი ისტორიისა და წარსულის მქონე მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი დღე, ეს დღე ნათლად წარმოაჩენს ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს. ვუსურვებ ჩვენს ადიგენს წინსვლას.
„ადიგენობა 2023“-ის დღე ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი წარდგნენ.
ღონისძიება, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.