Accentnews.ge
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

01/10/2023 12:03:40 კავკასია

გაერო-ს მისიის წევრები ყარაბაღში ჩავიდნენ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მისიის წევრებმა დილით აღდამი გაიარეს და ასგარან-ხანქენდის მიმართულებით დაიძრნენ.

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ მისიის მიზანია ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები. მასში შედიან გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S