Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მოჩვენებითი მშვიდობისთვის

ზელენსკი: უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მოჩვენებითი მშვიდობისთვის

02/10/2023 05:54:36 მსოფლიო

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით. ის აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც "აძლიერებს უკრაინისა და უკრაინელებისთვის თავისუფლების ახალ და დიდებულ ისტორიას":

"ყველა შესაძლებლობა გამარჯვებასთან დაახლოებად უნდა ვაქციოთ და გამარჯვება მოვა!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S