
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს, დაჭრილია მისი ცოლიც
02/10/2023 06:24:53 სამართალი
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. დაჭრილია მოკლულის ცოლიც. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
მკვლელობაში მხილებულია 74 ბერძენი კაცი. ის მსხვერპლების მეზობლად ცხოვრობდა.
დანაშაული სამი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ოჯახი ერთ-ერთი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა, სადაც თავდამსხმელიც იყო დაპატიჟებული. მოგვიანებით კაცი შეიარაღებული და არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა მეზობლებთან. მან ჯერ კაცს ესროლა, შემდეგ ქალზე სცადა თავდასხმა. ქალმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.