შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
02/10/2023 07:08:02 პოლიტიკა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 ოქტომბერს გორი-კასპის ოლქში გამართული პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
რეგიონში საარჩევნო პროცესი ელექტრონული წესით პირველად ჩატარდა.
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
- "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი სოსიაშვილს, 23 523 ხმა აქვს;
- "სოციალური სამართლიანობისთვის" პარტიის კანდიდატ მამუკა ტუსკაძეს კი 1 562.
რაც შეეხება გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს, "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მაჭავარიანს, ამომრჩეველთა 17 430 ხმა აქვს მიღებული.
ცნობისთვის: პარლამენტის წევრობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა, მერობისთვის კი ერთი. შუალედურ არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.


