
27 მაისის ამინდის პროგნოზი
26/05/2019 20:16:06 სხვა, საზოგადოება
გასული დღეების მსგავსად, 27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია, სეტყვა, იქროლებს ძლიერი ქარი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები თბილ ამინდს პროგნოზირებენ. კერძოდ, 27 მაისს +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურას +27, +29 გრადუსი იქნება.