Accentnews.ge
თბილისში ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ

თბილისში ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ

10/12/2019 06:13:56 სხვა, სამართალი

თბილისში, დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე 28 წლის ქალს თავს მისთვის უცნობი კაცი დაესხა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც ხიდზე გადადიოდა და შველას ითხოვდა, უცნობი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულია 39 წლის კაცი.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S