Accentnews.ge
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე – პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: მოლოდინი არის ოპტიმისტური

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე – პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: მოლოდინი არის ოპტიმისტური

02/10/2023 07:48:05 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი აქვს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "პრეზიდეტი ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს".

„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. 80 - კაციანი ჯგუფიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინება შეიტანა, ადგილზე 5 დეპუტატი ვიქნებით წარმოდგენილები და პირადად მივიღებთ ბათუმში, ამ პროცესში მონაწილეობას. მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას არ ესაჭიროება რაიმე განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს. მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S