Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: "ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში"

შალვა პაპუაშვილი: "ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში"

02/10/2023 08:24:56 პოლიტიკა

"ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში", – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს–ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, USAID-ს პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ტრენინგებს ატარებდნენ.

პაპუაშვილი ამბობს, რომ USAID-ს მიმართ დაგროვდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და მნიშვნელოვანია, ამაზე განმარტებები გაკეთდეს:

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია ამერიკელი ხალხის ფული, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენეჯერ ეხვევა ასეთ სკანსალში“. აქამდე ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული და ყალბი შედეგები, რომელიც მაშინ საფუძველი იყო არეულობისა. ჩვენ გავარკვიეთ, ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას ქართველ ხალხს უმალავდა. არ ეუბნებოდა, არც ხელისუფლებას და არც ქართველ ხალხს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის ჩრდილი, რომელიც მიადგა ამერიკულ დახმარებას საქართველოს მიმართ, ამაზე დღემდე არ გაუკეთებია განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის საფუძველი იყო ეს და ახლა გააკეთონ განმარტება იმაზე, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ“.

ამავე თემაზე: სუს–ი გარკვეული პირების მიერ "ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაზე" კვლავ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S