Accentnews.ge
საელჩო: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და ამისათვის საჭირო რეფორმებია

საელჩო: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და ამისათვის საჭირო რეფორმებია

02/10/2023 10:33:44 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი საქართველოს სტუმრობს.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ანა ლიურმანი ქვეყანაში 2–დან 4 ოქტომბრამდე დარჩება .

მისივე ინფორმაციით, "ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისათვის საჭირო რეფორმები".

"ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ. ასევე ქალბატონი ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ზოლთან", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S