Accentnews.ge
 "რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"

"რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს"

10/12/2019 07:00:09 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვს  ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„ნებისმიერი დასჯა უნდა იყოს ინდივიდუალური და არა კოლექტიური. დასჯა არ უნდა ეხებოდეს იმ ადამიანებს, რომელსაც დარღვევებთან არაფერი აქვთ საერთო. როდესაც ვინმე იღებს გადაწყვეტილებას კოლექტიური დასჯის შესახებ, ვფიქრობ, ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებების საფუძველი არა საერთაშორისო სპორტის სიწმინდეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია, რომელსაც სპორტის ინტერესებსა და ოლიმპიურ ქმედებასთან არაფერი აქვს საერთო",- განაცხადა პუტინმა პარიზში ვიზიტის დროს. 

ცნობისთვის: რუსეთს მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S