Accentnews.ge
„კანვას-საქართველო“: 29 სექტემბერს სუს–ში გამოკითხვის შემდეგ ჩვენმა წევრებმა საქართველო რამდენიმე საათში უკომენტაროდ დატოვეს, რადგან მათზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა, ეს არის ზეწოლა

„კანვას-საქართველო“: 29 სექტემბერს სუს–ში გამოკითხვის შემდეგ ჩვენმა წევრებმა საქართველო რამდენიმე საათში უკომენტაროდ დატოვეს, რადგან მათზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა, ეს არის ზეწოლა

02/10/2023 11:42:29 სამართალი, საზოგადოება

„კანვას-საქართველო“ აცხადებს, რომ 29 სექტემბერს სუს–ში გამოკითხვის შემდეგ „კანვასის“ წევრებმა საქართველო რამდენიმე საათში უკომენტაროდ დატოვეს, რადგან მათზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა.

„კანვას-საქართველო“ აღნიშნულს "ზეწოლად" აფასებს.

„სამოქალაქო საზოგადოების მიერ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თებერალ-მარტში წარმატებით წარმოებული კამპანიის საპასუხოდ, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან გავრცელდა მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის გიორგი მელაძის მიმართ. მას მოიხსენიებდნენ „ექსტრემისტ ლექტორად“ და კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორად. მუქარის კამპანია გაგრძელდა სექტემბრის 18 რიცხვში, როდესაც სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენელმა საჯარო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „კანვასი“ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული „კანვასის“ წევრები, სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გაუთქმელობის ვალდებულება გავრცელდა.

აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას-საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან, ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში“, – ნათქვამია „კანვას-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, USAID-ს პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.

„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S