Accentnews.ge
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს

02/10/2023 12:19:38 პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

აღნიშნული კანონის პროექტი დაჩქარებული პროცედურით განსახილველად პარლამენტის ორ კომიტეტს - იურიდულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს გადაეცა, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა.

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S