Accentnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიყიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიყიდა

02/10/2023 15:45:47 საზოგადოება

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის და "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ახალი მეწილე კახა შენგელია აცხადებს, რომ IBSU-ს სახელი შეუნარჩუნდება და როგორც "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი", ისე განაგრძობს საქმიანობას. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა 10 მლნ დოლარად შეიძინეს. კომპანიის დირექტორი კი კახა შენგელია გახდა.

„კიდევ ერთი მაგარი უნივერსიტეტი შეემატება ქვეყანას, უფრო უკეთესი, ვიდრე იყო და უფრო მაღალი ხარისხით. ის უფრო ცნობადი გახდება, თუმცა შავი ზღვის უნივერსიტეტს არ აკლდა ცნობადობა და ხარისხი. პირველ ეტაპზე მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება, დავაკვირდებით როგორ წარიმართება მუშაობა. რაც შეეხება სახელწოდებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ სახელწოდებით დარჩება. ის უკვე ბრენდია“, - განაცხადა უნივერსიტეტის ახალმა მეწილემ.

ამრიგად, მფლობელთა რიგებიდან სრულად გავიდნენ თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ IBSU-ს წილების 100%-ს. უნივერსიტეტი შედიოდა “ჩაღლარის” საგანმანათლებლო ქსელში. რატომ გადაწყვიტეს ძველმა მფლობელებმა მისი გაყიდვა, ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S