
ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის
10/12/2019 07:45:09 სხვა, მსოფლიო
ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის.ხანძარი სამშენებლო მასალების მაღაზიაში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი გვერდით მდებარე მაღაზიებზეც გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.