
სტეფანაკერტში სნაიპერმა რუსულ-აზერბაიჯანულ საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა
02/10/2023 19:07:55 კავკასია
მთიანი ყარაბაღში, სტეფანაკერტში უცნობმა სნაიპერული იარაღიდან რუსულ–აზერბაიჯანულ საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ანგარიშში მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობის შესახებ.
„დაშავებულები არ არიან. რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აზერბაიჯანული მხარისა და ყარაბაღის წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებს გამოძიებას აღნიშნულ ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვი ასევე ირწმუნება, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი აგრძელებს ამოცანების შესრულებას მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.
„ბაქოსთან და სტეფანაკერტთან შენარჩუნებულია უწყვეტი ურთიერთქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სისხლისღვრის თავიდან აცილებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჰუმანიტარული კანონის დაცვას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ მათი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა აზერბაიჯანის მხრიდან სასაზღვრო რეგიონში გახსნილი ცეცხლის შედეგად. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის არმიის კუთვნილ მანქანას, რომელსაც სამხედროებისთვის მომარაგება მიჰქონდა - წერს სამინისტრო განცხადებაში. ინფორმაცია ბაქომ უარყო.
ამ ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთში დაგეგმილი შეხვედრა გააძლიერებს სამშვიდობო პროგრამას მთიანი ყარაბაღისთვის.
გრანადაში 5 ოქტომბერსაა დანიშნული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ასევე საფრანგეთის, გერმანიის ლიდერები და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი.