Accentnews.ge
რა მიმართულებებს ირჩევს "ქართული ოცნება": ივანიშვილის კომენტარი

რა მიმართულებებს ირჩევს "ქართული ოცნება": ივანიშვილის კომენტარი

26/05/2019 20:23:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

განათლებასა და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და მიგვიყვანს დამოუკიდებლობასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ულოცავენ 26 მაისს. წლევანდელი წელიწადი კიდევ შეიძლება, განსაკუთრებული იყოს იმ მიმართებით, რომ ჩვენი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება. კარგად მოგეხსენებათ, რომ განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება და დამოუკიდებლობასთან მიგვიყვანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის კომენტარს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S