Accentnews.ge
პრეზიდენტი – იმპიჩმენტზე: რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება

პრეზიდენტი – იმპიჩმენტზე: რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება

03/10/2023 07:30:32 პოლიტიკა, ციტატა

"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება", – უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველს" საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის წარდგინების ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი განხილვას არ დაესწრება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S