
ჩეხეთში, საავადმყოფოში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია 4 ადამიანი
10/12/2019 08:00:46 სხვა, მსოფლიო
ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში, საავადმყოფოში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
მომხდარის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 4 ადამიანი და დაშლირილია 2 პირი. როგორც ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.