Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე: საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით, პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ

მამუკა მდინარაძე: საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით, პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ

03/10/2023 10:42:01 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას ეხმაურება.

„პრეზიდენტის წარმომადგენელმა თქვა, კონკრეტული შედეგისთვის არ მიდიოდა, ისე, უბრალოდ წავიდაო, ამიტომ 52-ე კი არა, 49-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანელა და წავიდაო. იგივე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურია – მათი ლოგიკით, შეუძლია მართოს ქვეყანა. მეორე ნაწილის მიხედვით, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია – მათი ლოგიკით, თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი მითითებები უნდა შეასრულოს. საპრეზიდენტო მმართველობა გვქონია და არ ვიცოდით. სტატუსის მუხლია ეგ, სტატუსის, უფლებამოსილების 52-ე მუხლია. მთლად ასეთ გიჟურ არგუმენტებსაც არ ველოდი, მმართველობის ფორმა დააყენეს ეჭვქვეშ. არა რუსულ მოდელს, ვითხოვთ საპარლამენტო მმართველობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S