03-10-2023 15:42:40 მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს რუსული ფლოტის ფაქტობრივი დამარცხება შავ ზღვაში, განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის უმცროსმა მინისტრმა ჯეიმს გიპიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას, – იუწყება "ევროპეისკაია პრავდა".
სიტყვით გამოსვლისას ოფიციალური პირი გამოვიდა მოწოდებით, მაღალი შეფასება მისცენ უკრაინელების სამხედრო მიღწევას.
„დიახ, უკრაინის პროგრესი ნელია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ის არ არის. შეგიძლიათ მიუთითოთ ხარკოვის გარღვევაზე, როგორც წარმატების მაგალითზე. მაგრამ ნახეთ, რა გააკეთა უკრაინამ ახლა შავ ზღვაში! უკრაინამ მიაღწია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფუნქციურ დამარცხებას“, - აღნიშნა მან.
უკრაინის სახმელეთო კონტრშეტევის კომენტირებისას, მან აღნიშნა, რომ „თითოეული მეტრი მნიშვნელოვანია“.
მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ მიუთითა, რომ უკრაინის მხრიდან განხორციელებული წარმატებული დარტყმების სერიის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ცალსახად ვერ შეძლებს შავ ზღვაზე უწინდელი კონტროლის შენარჩუნებას და ასევე ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობს თავს საკუთარ პორტებში.