Accentnews.ge
„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი სუს–ში გამოჰკითხეს

„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი სუს–ში გამოჰკითხეს

03/10/2023 13:26:24 სამართალი

„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა როგორც იგი აცხადებს, გაუთქმელობის ვალდებულების გამო დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ჩემი ცოდნის და გამოცდილების ფარგლებში, გამოძიებას ყველა კითხვაზე სრულფასოვნად ვუპასუხე. სამწუხაროდ, შეზღუდული ვარ მოგიყვეთ დეტალები ამ აბსურდის თეატრის, გამოყენებული ლექსიკის და კითხვების ფორმის შესახებ. სახის გასწორება კი მიჭირდა, მაგრამ ნამდვილად არაა ეს ყველაფერი სასაცილო. დინჯად და მხნედ დავაკვირდები მოვლენების განვითარებას", - დაწერა გოგიბერიძემსოციალურ ქსელში.

მან სუს–ისგან უწყება 2 ოქტომბერს მიიღო.

ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.

„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S