03-10-2023 18:38:50 მსოფლიო
მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ ჩაძირავდა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა ხომალდს, პირველმა 10 გემმა უკვე ისარგებლა დერეფნით, რომლის შექმნაც უკრაინამ დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე. შავი ზღვის სამივე პორტმა მიიღო გემები, – წერს Bloomberg და დასძენს, რომ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებმაც დაიწყეს დაზღვევის განახლება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მრავალი თვალსაზრისით, დერეფნის მუშაობა შესაძლებელი გახდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განეიტრალების წყალობით, რომელზეც ინტენსიური დარტყმები განახორციელა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა გაეროსა და თურქეთთან "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებაზე და დაიწყო უკრაინის საპორტო ინფრაქტრუქტურის განადგურება. სინამდვილეში, ფლოტი ახლა ჩაკეტილია სევასტოპოლში, რამაც უფრო უსაფრთხო გახადა მარშრუტი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებამდე.
იხილეთ ასევე: ბრიტანეთის თავდაცვა: უკრაინამ ფაქტობრივად დაამარცხა რუსეთი შავ ზღვაში
სექტემბერში ხუთმა გემმა დატოვა უკრაინის შავი ზღვის პორტები, სადაც ისინი ომის დაწყებიდან ჩარჩნენ. 16 სექტემბრიდან მშრალი სატვირთო გემების შესვლა დაიწყო საექსპორტო პროდუქციის ჩასატვირთად. პირველებიი იყვნენ Resilient Africa და Aroyat, რომლებმაც, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ალექსანდრე კუბრაკოვის თქმით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში 20 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანეს. გასულ კვირას კიდევ სამი გემი შევიდა, რომლებმაც ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებიდან გაიტანეს 127,000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და რკინა, კიდევ ხუთი გემი ელოდება დატვირთვას, – თქვა კუბრაკოვმა. ისინი აფრიკის ქვეყნებში 120 000 ტონა მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებენ.
ამ ხუთი გემიდან ორი შევიდა ოდესაში, კიდევ ორი – ჩერნომორსკში, – განუცხადეს Bloomberg-ს სიტუაციის მცოდნე ადამიანებმა; გემების მარშრუტის მონაცემები აჩვენებს, რომ მეხუთე გემი იუჟნის პორტში კვირას შევიდა.
გემების დაცვა მათ შორის უზრუნველყოფილ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებით, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გააძლიერეს თავდასხმები ყირიმზე, სევასტოპოლზე და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე რაკეტებისა და დრონებით. აგვისტოში დრონები თავს დაესხნენ ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზას, სადაც სადესანტო ხომალდი დაზიანდა. გარდა ამისა, განხორციელდა რამდენიმე სპეცოპერაცია რუსეთის სადაზვერვო შესაძლებლობების შესაზღუდად: მაგალითად, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს გაზის წარმოების პლატფორმები დასავლეთ შავ ზღვაში და დაშალეს იქ განთავსებული სათვალთვალო აღჭურვილობა.
მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ სამხედრო სამიზნედ განიხილავდნენ ყველა ხომალს, მიმავალს უკრაინის პორტებისკენ, მათ მხოლოდ ერთხელ შეძლეს ჩარევა, როდესაც დუნაის პორტში იზმაილისკენ მიმავალი თურქული გემი შეაჩერეს.
„აშკარაა, რომ რუსებს აღარ აქვთ ინიციატივა შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალების უკიდურესად გამომგონებელი მიდგომის გამო“, – განუცხადა The Wall Street Journal–ს აშშ-ის სმზედრო–საზღვაო კოლეჯის რუსეთის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა მაიკლ პეტერსენმა და დასძინა, "უკრაინელებმა თანდათან დაიბრუნეს ინიციატივა და მცირე ტაქტიკური გამარჯვებების სერია გადაიზარდა ოპერატიულ წარმატებაში, სტრატეგიულშიც კი".