„შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონპროექტი ხვალ პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გადის
03/10/2023 14:50:26 პოლიტიკა
პარლამენტი 4 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მმართველი უმრავლესობის ინიციატივით “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.
კანონპროექტი სესიაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით გადის.
მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.


