Accentnews.ge
"მაყურებლების" გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ"

"მაყურებლების" გარეშე პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებთანაც ვერ საუბრობენ"

10/12/2019 08:17:48 სხვა, სამართალი

სახალხო დამცველი ციხეებში ე.წ მაყურებლების შესახებ საუბრობს, რომლებიც სხვა პატიმრებს აკონტროლებენ. 

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში. 

ომბუდსმენის თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.

"ე.წ მაყურებლების გაძლიერება ძირითადად ღია ტიპის დაწესებულებებში შეიმჩნევა, თუმცა, დახურულ დაწესებულებაზეც გვქონია ინფორმაცია, რომ არსებობენ მსგავსი ადამიანები - დახურულ დაწესებულებაში პატიმრები ძირითადად საკნებში სხედან, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი პატიმარი მოძრაობს", - განაცხადა ომბუდსმენმა.

მისივე თქმით, ამ პრობლემისგან გამოსავალი ციხის სტრუქტურის შეცვლა და მცირე ზომის დაწესებულებების აშენებაა:

"ღია ტიპის დაწესებულებაში, სადაც ძალიან ბევრი პატიმარია და რამდენიმე ასეულ პატიმარზე ერთი ბადრაგი მოდის, ამიტომ იქ კონტროლი ძალიან რთულია. გამოსავალი არის სასჯელაღშრულების მცირე ზომის დაწესებულებების შექმნა, ბადრაგების, ციხის ადმინისტრაციის, სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა"


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S